пятница, 16 сентября 2011 г.

პროექტი


1.პროექტის  სახელწოდება.
,,შვლის ნუკრი’’
2.პროექტის მთავარი იდეა.
ბავშვებში ჩაინერგება გარეული ცხოველების სიყვარული
3.პროექტის აქტიობა:
იმით არის მნიშნელოვანი მოსწავლეებისთვის ეს პროექტი რომ ისწავლიან გარევლი ცხოველების მოვლასა და მოშინაურებას.
4.პროექტის მიზანი:
მოსწავლე ამოიცნობს გარეულ ცხოველებს დაგანასხვაოს ისინი
5.მოსწავლეთა ასაკი:
მეხუთე კლასის მოსწავლეები.
6.ვადები/ხანგრძლიობა:
4–5 დღე.
7.მოსალოდნელი შედეგი:
ისწავლიან გარეული ცხოველების მოშინაურებას და მათ დაცვას.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი:
კომპიუტერი ,ფოტო  აპარატი და მასალები.
9.პროექტის მსვლელობა:
კლასში ვირჩევ პასუხის მგებელ პირს,დანარჩენ მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად:
პირველ ჯგუფს ეძლევათ სამუშაო კომპიუტერთან მოიძიონ ინფორმაცია შველზე.
მეორე ჯგუფს ეძლევათ დავალება მოიძიონ ინფორმაცია შველზე  სოფლის მოსახლეობაში, თუ სად ბინადრობენ ისინი და სად ატარებენ მეტ დროს. გადაუღონ სურათები ამ ადგილებს.
შესრულებული დავალების შემდეგ ბავშვები  თავიანთ მასალებს აგროვებენ პასუხისმგებელ პირთან .მზა პრეზენტაციას წარმოადგენს პასუხისმგებელი პირი.
11.პროექტის ხელმძღვანელი:
შორენა დიმიტრაძე.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
shorenadimitradze@gmail.com

понедельник, 12 сентября 2011 г.

გაკვეთილის გეგმა


თემა
შოთა რუსთაველი.“ვეფხისტყაოსანი“
 თინათინის გამეფება
საგანი
ქართული ლიტერატურა
კლასი
V
მოსწავლეთა რაოდენობა
6


მნიშვნელობა/ აქტუალობა
გაკვეთილი მნიშვნელოვანია იმით რომ მოსწავლეები წარმოაჩენენ  XII  საუკუნეს და დაიხსენებენ აღმაშენებლისა და თამარის ეპოქას
მიზნები და შედეგები
მოსწავლეებმა უნდა დაუკავშირონ  XII საუკუნე და დღვანდაელობა.

წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებს წარმოდგენა უნდა ქონდეს აღმაშენებლის, გოირგი III და თამარის  ეპოქაზე
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლე ფასდება ინდივიდუალურად შემდეგი კრიტერიუმები:  ავტორის ბიოგრაფიული მონაცემებით, ისტორიული  წყაროები, გადმოცემის უნარი და მთლიანი შთაბეჭდილება

სასწავლო მასალები და ტექნიკური რესურსი
სახელმძღვანელო, ილუსტრაციები, კომპიუტერი,      პროექტორი , დაფა და ცარცი.
გაკვეთილის მსვლელობა
გაკვეთილს  ვიწყებ საორგანიზაციო საკითხებით, თემის გაცნობით. 2 წთ
ვიწყებ გონებრივ  იერიშს ვუსვამ  მოსწავლეებს კითხვეებს:  რა კავშირი აქვს ერთმანეთთან XII საუკუნეს და დღევანდელობას? ვახსენებ წინა გაკვეთილიდან გიორგის, თამარს და რუსთაველს.
   დასმულ კითხვებზე მოსწავლეები მპასუხობენ ინდივიდუალურად. 12 წთ.
  ვკითხულობ ტექსტ, გაუგებარ სიტყვებს ვწერ დაფაზე,  მოსწავლეები ფლობენ ლექსიკას და ხსნიან სიტყვებს , ხოლო რომელი სიტყვების ახსნასაც ვერ შეძლებენ  განუმარტავ მე. 8 წთ

    პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ ამ თემასთან დაკავშირებულ პრეზენტაციას 8 წთ 
   მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად.
ვაძლევ კითხვებს.
 პირველ ჯგუფს:
რა არის გაკვეთილის მთავარითემა?
 მეორე ჯგუფს:
ამოიწერონ ტექსტიდან მხატვრული სამკაულები. 12 წთ
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას სათაურად:
ახალი მეფე.  3 წთ
თვითშეფასება
მოსწავლის თვითშეფასება მოხდება შექმნილი ჯგუფების მიხედვით მსჯელობით .

შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
1–3
4–5
6–7
8–10
ბიოგრაფიული მონაცემები
არ იცნობს ავტორს
აქვს მწირი ინფორმაცია
იცის ცალკეული ფაქტები,მაგრამ ვერ ფლობს სრულად
ფლობს სრულ მონაცემებს ავტორის შესახებ
ისტორიული წყაროები
არ იცის ისტორიული წყაროები
იცის წყაროები მაგრამ ვერ აკავშირებს მოვლენებთან
იცის წყაროები, აკავშირებს მოვლენებთან მაგრამ აქვს ხარვეზები
იცის წყაროები და აკავშირებს მოვლენებთან
გადმოცემის უნარი
არ შეუძლია გადმოცემა
გადმოსცემს დამახინჯებით
გადმოსცემს კარგად მაგრამ აქვს ხარვეზები
გადმოსცემს გამართულად ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით
მთლიანი შთაბეჭდილება
მიზანი არ არის მიღწეული
მიზანი მინიმალურადაა მიღწეული
მიღწეულია გარკვეული მიზანი
ყველა მიზანი მიღწეულია